aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ათენში 9 ქართველი დააკავეს – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში პოლიციამ 9 ქართველი დააკავა. მათგან 8 მამაკაცია, ხოლო 1 ქალი.

მათივე ცნობით, ქართველი დაკავებულები კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებსაც ათენის სხვადასხვა ადგილას ბრალად 30-ზე მეტი სახლის ძარცვა და ქურდობა ედებათ.

როგორც ირკვევა, დაკავებულები სახლებში თანამზრახველების დახმარებით აღწევდნენ, რომლებიც გაძარცვულ სახლებში მუშაობდნენ.

პოლიციამ დაკავებულების ჩხრეკის შემდეგ სახლებიდან მოპარული მობილურები, კომპიუტერები, ტექნიკა, ძვირფასი სამკაულები და საათები ამოიღო, რომელთა საერთო ღირებულება 150 ათას ევროს აღწევს.

იტვირთბა....