“ჩავრთე [ტელევიზორი] მეხუთე წუთი იყო უკვე მიდიოდა გადაცემა და რამდენიმე წინადადებაში ჯერ ნათქვამი არ ჰქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ შეწყალებისკენ მიდიოდა საუბარი. რამდენიმე ჩემმა თანაგუნდელმა ზუსტად იგივე მითხრა. არათუ მოულოდნელი იყო, განცდა საერთოდ არ მქონია, რომ იმ დღეს მსგავსი რამე შეიძლება მომხდარიყო.”
სოზარ სუბარი – პრემიერის მრჩეველი
აღნიშნული განცხადება სუბარმა, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.