“ვაპირებ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართვას. ფაქტობრივად, გამოთიშულიც არ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ვიყავი. ოპოზიციის მაგიდასთან ვაპირებ მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენას იმისთვის, რომ კონსოლიდაცია მოხდეს არამარტო მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების თვალსაზრისთვის, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციამ შეძლოს გარკვეული კონტურების გამოკვეთა”
ირაკლი ოქრუაშვილი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი
ინტერვიუ TV პირველთან
შეგახსენებთ, 15 მაისს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეკრეტი გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.