მთავარი ციტატა

“წავიდა საუბარი, რომ საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება ვერ მიიღოს და ამაზე უკვე შესაძლოა დაფიქრდნენ”

“ჯერჯერობით ახლა რაც ჩანს, თვითონ ოპოზიციას ბერკეტები ნაკლებად გააჩნია, რომ ხელისუფლებას პირობები შეასრულებინოს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით “ოცნებისგან” ჩანს ზეწოლა. ახლა მაგალითად წავიდა საუბარი, რომ საქართველომ შესაძლოა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება ვერ მიიღოს. საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ბერკეტები, თორემ სხვა არ ვიცი, რა უნდა გააკეთებინოს ოპოზიციამ. ამაზე უკვე შესაძლოა სერიოზულად დაფიქრდნენ და ისე, ნაკლებად მგონია.”

თორნიკე შარაშენიძე – ანალიტიკოსი

ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.

როგორც შარაშენიძე განმარტავს, 8 მარტის დოკუმენტში არ იყო დაკონკრეტებული გვარები, ვინ მოიაზრებოდა პოლიტპატიმრებად, ამიტომ ამ ფაქტს ახლა ხელისუფლება სათავისოდ იყენებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან. მათი თქმით, პირობების არშესრულება კი იმაზე მიანიშნებს, რომ “ქართული ოცნება” უპასუხისმგებლო პარტნიორია.

ამასთან, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი და საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს პანდემიის დროს 500 მილიონი ევროთი ეხმარება და ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან.

იტვირთბა....