მთავარი ციტატა

“ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს”- რატიანი

“125-მა კლინიკა დატოვა. იმედია, გაგრძელდება ასე. კლინიკაში პაციენტები გადანაწილებულია ორ სართულზე, შემჭიდროვებულად. დღეს მთავრდება 15 დღე მედპერსონალის, რომელთაც მკაცრი კარანტინში იყვნენ. მათ არც ერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. ეს პირები დატოვებენ კლინიკას 14 დღით. ახლა შემოსულია ახალი ბრიგადა. იმედია, რომ ამ ეტაპისთვის ბოლო იქნება. ვიმედოვნებთ, რომ პირველი ივნისიდან კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულებრივ რეჟიმში. როგორც მე, ასევე მთელ საქართველოს ეს ძალიან გვინდა.”

ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 671 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 მოქალაქე. ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....