მთავარი ციტატა

ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა

“ამაზე ჯერჯერობით ვმსჯელობთ, დღევანდელი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულ ნაბიჯებს და აჩქარებას მოაქვს ძალიან დიდი ზიანი. მე თავს შევიკავებ იმის პროგნოზისგან, თუ რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს 22 მაისის შემდეგ.”

ეკატერინე ტიკარაძე –  ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ტიკარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვის ვადით გამოცხადდა. თუმცა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისადმე გახანგრძლივდა. 

 

იტვირთბა....