მთავარი ციტატა

“ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ამ ვაქცინაციის პროცესში”

“გამომდინარე აქედან, ჩვენ ვართ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულია და თუ ეს ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენების შესაძლებლობა იქნება, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, როგორც ქართველებს ძალიან გვიყვარს, ამ ვაქცინაციის პროცესში.”

ეკატერინე ტიკარაძე –  ჯანდაცვის მინისტრი

ამის შესახებ ტიკარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან  განაცხადა. 

ცნობისთვის, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა მიმდინარეობს. მეცნიერები რიგ შემთხვევაში უკვე კლინიკურ ცხდებსაც ატარებენ. თუმცა, ვაქცინის ეფექტიანობა რომ დადასტურდეს, ამას კლინიკური ცდების ჩატარება სხვადასხვა ეტაპზე სჭირდება, რაც საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მეცნიერების ინფორმაციით, ვაქცინის საბოლოოდ შექმნასა და ბაზარზე მის გამოჩენას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდება. 

იტვირთბა....