ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან, რომელთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი მკურნალობს, რომელთა საშუალო სიმძიმისაა.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მარიან ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი პაციენტები ერთი ოჯახის სამი წევრია.

მისი თქმით,  ბოლო 24 საათში ინფიცირების 19 ახალი შემტხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი მედპერსონალია, ერთიც საკარანტინე სივრციდან, 17 კი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

“ეს ახალი დადასტურებული 19 პაციენტის ყველა ცნობილი წყაროა, თუმცა 17 აქედან არის ბოლნისი და ორი სოფელია ძირითადად გეტა და მუშევანი. ორი შემთხვევა კი ერთი არის მედპერსონალი და ერთი არის საკარანტინო სივრციდან პაციენტი, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. დაინფიცირებული მედპერსონალი საიდან არის ზუსტად არ ვიცი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არის ერთი კრიტიკული პაციენტი, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 671 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 მოქალაქე. ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....