ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰქონდა თუ არა საქართველოს პიკი – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

“საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

„იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო და ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

იტვირთბა....