aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ვაქცინაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დამაიმედებელია” – ტრამპი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “ტვიტერზე” წერს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მონაცემები იმ შტატებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა, დამაიმედებელია.

„კარგი რიცხვები მოდის იმ შტატებიდან, რომლებიც იხსნება. ამერიკა ცხოვრების ჩვეულ რიტმს იბრუნებს. ვაქცინაზე მუშაობის პროცესი საკმაოდ დამაიმედებელია“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ასევე დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა ვისკონსინის შტატის უზენაეს სასამართლოს, რომელმაც შტატის გახსნის გადაწყვეტილება გასცა.

„შტატის დემოკრატი გუბერნატორი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იძულებული გახდა, შტატი გახსნას. ხალხს ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება სურს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....