საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 15 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შედარებით დასტაბილურდა.
1 აშშ დოლარი 3.2033 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2037 ლარი ღირდა.
ასევე, დასტაბილურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ 3.4586 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4779 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 15 მაისს ამოქმედდება.