“მე რაიონიდან ვარ, ფოთთან ახლოს. მეექვსე კლასამდე ვსწავლობდი იქ. დედაჩემი მასწავლებელი იყო და ხუთებზე ვსწავლობდი. გამოცდები ახალდაწყებული იყო კლასიდან კლასში გადასასვლელი. ბიოლოგიის გამოცდა მქონდა და ხუთი მივიღე. ერთმა მშობელმა თქვა, რატომ არ მიიღებდა დედამისი აქ არისო. იმ დღიდან გადავწყვიტე იმ სკოლაში აღარ მესწავლა. ამის შემდეგ გადავედი ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზიაში. ორი წელი ვაბარებდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მეორე წელს ჩავაბარე. წარჩინებით დავამთავრე. მარტივად არაფრისთვის არ მიმიღწევია, იმიტომ, რომ არ არსებობს გახდე ექიმი სიმარტივით.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ამის შესახებ ბ ლევან რატიანმა პოსტ ტვ-ის ეთერში განაცხადა.