საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსისგან 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4246 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394.