მთავარი ციტატა

“საერთოდ არ შევალთ პარლამენტში, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან”

“ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” არცერთ შემთხვევაში არ დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს, ანუ არ შევა პარლამენტში საერთოდ, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. ზოგიერთ კოლეგასთან ოპოზიციაში გვაქვს ტაქტიკური განსხვავება და მათ პოზიციას პატივს ვცემთ. არ უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებას რაიმე სახის მანევრის”

გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

ტელეკომპანია “ფორმულა”, “გიორგი თარგამაძის ფორმულა”

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.

პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.   

 

იტვირთბა....