“თუ ეს შეთანხმება სრულყოფილად შესრულდება, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს ძალიან სერიოზულ ქულებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. თუ ხელისუფლება შეეცდება პასუხისმგებლობის პინა ოპოზიციის მხარეს გადაწიოს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა. ხელისუფლებას აქვს საკმაო ხმები იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდეს. ამავდროულად, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება , რომ პოლიტიკური ჩრდილის მქონე საკითხები, მოდი ნუ დავარქმევთ პოლიტიკურ პატიმრებს, დავარქვათ უბრალოდ პატიმრები, ადამიანები, რომელთა ციხეში ყოფნაც ქმნის პოლიტიკურ დაძაბულობას, ეს დაძაბულობა ხელისუფლებამ უნდა მოხსნას. არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას გაუვა ძველი საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება.“
ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.