მთავარი ციტატა

“არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიცია რადიკალურ ნაბიჯებზე”

 “ორივე შეთანხმება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ იყოს შესრულებული, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება მშვიდი პოლიტიკური, საარჩევნო გარემო. ჩვენ არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, რომ გამოიწვიოს ოპოზიციური პარტიები რადიკალურ ნაბიჯებზე და ამ საბაბით ჩაშალოს ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული ამდენი ძალისხმევისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების დიდი ჩართულობის შედეგად.”

ბადრი ჯაფარიძე – პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერი

ამის შესახებ ჯაფარიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა დღეიდან მოლაპარაკებები განაახლეს, სადაც 8 მარტის შეთანხმების პირობებზე იმსჯელებენ. დოკუმენტს, რომელსაც მმართველი გუნდიც აწერს ხელს, საარჩევნო სისტებაში შესატან ცვლილებებსა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ დასავლელი პარტნიორები “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება, რომელიც პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც გულისხმობს,  მმართველი გუნდიდან კრიტიკული განცხადებები გაკეთდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და პარტია სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერევა.

იტვირთბა....