aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ გაბუნიას განცხადებით, გეგმიური ოპერაციები განახლდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმის საფუძველზე, რომ ინფიცირების მატების ტენდენცია შენარჩუნებულია და ვირუსის გავრცელებაც კონტროლდება, გეგმური ოპერაციები განახლდება.

როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან და გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება შესაძლებელია.

„უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა, შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექცის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაყისში. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“,- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ბიზნესის ნაწილს უკვე მიეცა საქმიანობის გაგრძელების უფლება, ასევე, 15 ივნისიდან გაიხსნება შიდა ტურიზმი. ეტაპობრივად იხსნება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განლაგებული ე.წ. საგუშაგოებიც, სადაც მოქალაქეების გადაადგილების კონბტროლი ხორციელდება.

იტვირთბა....