თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველა წყარო ცნობილია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ინფიცირებული პაციენტები არსებული კონტაქტების კონტატქებია და ერთი ბოლნისიდანაა, ხოლო ერთიც თეთრიწყაროდან, დანარჩენი კი საკარანტინო სივრეებიდან.
„გუშინდელი დღიდან დაემატა 8 ახალი შემთხვვეა. რვა ახალიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, რომელიც არის კონტაქტი 11 მაისს დადასტურებული ერთი შემთხვევის, ეს ოთხი შემთხვევა დადასტურდა. დანარჩენი ოთხი ასე ნაწილდება – ორი არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან, ერთი კი თეთრიწყაროდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ეზუიგბაიას თქმით, მათ ცენტრში საერთო ჯამში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევა არის დადასტურებული. ხოლო, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.