ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 647 შემთხვევა არის დადასტურებული. ხოლო, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 372-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4373 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

იტვირთბა....