გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 მაისს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი თბილისშიც, ტემპერატურა 24 გრადუსი იქნება.
სააგენტოში აცხადებენ, რომ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3-4 გრადუსით დაიკლებს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.