“დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს, რომ უნდა გადაკეთდეთ კოვიდინფექციის ცენტრადო, არასდროს დამავიწყდება ის დღე. ეს იყო 28 თებერვალი. ძალიან ძნელია აშენებული კლინიკის დანგრევა, მაგრამ როცა ქვეყნას სჭირდებოდა, გადავწყვიტე, რომ პირველი გავმხდარიყავით. შეიძლება ბევრი გვქონდა წაკითხული კოვიდინფექციაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, როცა პირველი პაციენტი მივიღეთ, რომ ჩვენ ეს ვიცოდით“
ლევან რატიანი, ექიმი, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
post TV
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 642-ია. კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413 პირი. 642 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.