“მიუხედავად იმისა, რომ ბატონი რიში უაღრესად პატივსაცემი ადამიანი და გავლენიანი სენატორია, მის განცხადებაში სიმართლის ნატამალიც არაა. ეს ყველამ ვიცით. არ ვიცი, თავად იცის თუ არა, მაგრამ ეს ყველაზე კარგად იცის ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ეს ეხება. განსაკუთრებით ცუდია, როცა მსგავს რაიმეს აკეთებს მართლაც ძალიან პატივსაცემი ადამიანი. თუმცა, ის, რომ ის ძალიან პატივსაცემი ადამიანია, ვერ ცვლის ჭეშმარიტებას.”
სოზარ სუბარი – პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში
აღნიშნულით სუბარი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება.