“მე ვუსამძიმრებ უკრაინას, რომ მორიგ ჯერზე მოუწევს სპექტაკლებისა და სახურავზე მორბენალი სააკაშვილის ყურება. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორ თქვენ გიყურებთ.”
თინა ხიდაშელი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი
აღნიშნული განცხადება ხიდაშელმა, “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.