ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული კვლევით არ დაუდგინდა, ინფიცირებული აღმოჩნდა

წმინდა ნიკოლოზ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტირებით არ დაუდასტურდა, ინფიცირებული აღმოჩნდა.

ინფექციის დადასტურებამდე მანამდე ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა, PCR ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი იყო.

კლინიკის დირექტორივ, ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, პაციენტი, ახალციხის კლასტერს უკავშირდება და მას ვირუსი ერთკვირიანი მკურნალობის შედეგ დაუდასტურდა.

“პაციენტი იმყოფებოდა იზოლირებულ პალატაში, ვუდგებოდით, როგორც არა კოვიდს, მაგრამ მიდგომა მაინც ფრთხილი იყო. 10 რიცხვში დაუდასტურდა. იმ დღიდანვე ყველა პერსონალის , ვისაც მასთან შეხება ჰქონდა, მოხდა გატესტვა”, – ამბობს  ზურაბ უტიაშვილი.

მისივე თქმით, საავადმყოფოში მედიკოსების დიდ ნაწილს კვლევა ჩაუტარდებათ.

იტვირთბა....