მთავარი ციტატა

“ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო, შესაძლოა, საქართველოს ის ფინანასური დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნებისგან გამოიყო”

“მილიარდები გინდოდეს დასავლეთისაგან და არ სცემდე პატივს დასავლურ დემოკრატიას, თამაშის პატიოსან წესებს, გამუდმებით ატყუებდე პარტნიორებს – ასე დიდხანს რომ ვერ გაგრძელდებოდა, ნათელი იყო. ხოდა დაუდგა ივანიშვილს განკითხვის ჟამი. მოვა დრო, მის მიმართ პერსონალური სანქციების მომსწრენიც გავხდებით. პოლიტპატიმრების ყოლის დადასტურება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ნატოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის საკითხს. ასევე, შესაძლოა, საქართველოს ის ფინანასური და სასურსათო დახმარებები შეუჩერდეს, რაც პარტნიორი ქვეყნების მიერ იქნა გამოყოფილი და რის ასახვასაც მთავრობა ბიუჯეტში აპირებს.”

რომან გოცირიძე – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერი

აღნიშნულით რომან გოცირიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე  ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება. 

იტვირთბა....