მთავარი ციტატა

“იმედია ფიდელ კასტროიზაცია არ დაგვემართება, რიშის განცხადებიდან მოკლე გზაა იქამდე”

“მთელი ეს საუბრები, რომ ერთმა კონგრესმანმა თქვა, ერთმა სენატორმა თქვა, აბსოლუტური სისულელეა, რადგან ის ერთი კაცი, რომელმაც დღეს ეს ტვიტი დაწერა, ყველაზე მთავარი ფიგურაა, აშშ-ის სენატში. ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს საკითხი დადგება ის პოლიტპატიმრების საქმეს მოითხოვს.  იმედია ფიდელ კასტროიზაცია არ დაგვემართება, რიშის განცხადებიდან მოკლე გზაა იქამდე. თუკი პოლიტპატომრების შესახებ განხადებები მათ ოფიციალურ განაცხადში გაჩნდება, ეს პირდაპირი გზაა სანქციებისკენ, ოღონდ აქ მთავარი საკითხი ასე იქნება, სანქციები იქნება მთლიანად ქვეყანაზე თუ გაიცემა სანქციები კონკრეტულ პოლიტიკოსებზე რომელებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებიულნი.”

თინა ხიდაშელი – “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

აღნიშნულით ხიდაშელი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯიმ რიშის განცხადებას გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, 8 მარტის შეთანხმებას გამოეხმაურა  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე  ჯიმ რიშიც, რომელმაც განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების პორობების შესრულებას ელოდება. 

იტვირთბა....