ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აზიური წარმოშობის ამერიკელ ჟურნალისტთან კამათის დროს პრესკონფერენცია მოულოდნელად შეწყვიტა.
პრეზიდენტთან კამათი ჟურნალისტის, ვეიცზია ცზიანის დასმულ კითხვას მოჰყვა. მან დონალდ ტრამპს ჰკითხა, “იმ ფონზე, როცა აშშ სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე კარგად უმკლავდება ტესტირების საკითხს, რატომ ფიქრობთ გლობალუირ კონკურენციის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც აშშ-ში ყოველდღე უფრო მეტი ინფიცირებული იღუპება?”
დონალდ ტრამპმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ სჯობდა, ეს შეკითხვა თავად ჩინეთისთვის დაესვა და უჩვეულო პასუხს მიიღებდა.
“ადამიანები კვდებიან ყველა ქვეყანაში. და ეს კითხვა თქვენ ჩინეთს უნდა დაუსვათ. მე ნუ მეკითხებით, ამ კითხვაზე პასუხი ჩინეთს აქვს. თუ მათ ჰკითხავთ, ძალიან უჩვეულო პასუხსაც მიიღებთ”,- უპასუხა ტრამპმა.
ტრამპის ამ პასუხმა ჟურნალისტი გააღიზიანა და შეეკითხა, “მე რატომ მეუბნებით პერსონალურად, რომ ვკითხო ჩინეთს?”
“მე პერსონალურად თქვენ კი არ გეუბნებით, მე ამას ყველას ვეტყვი, ვინც ასეთ ბინძურ კითხვას დამისვამს,”- უპასუხა ტრამპმა.
https://www.facebook.com/boitumelo.madiba.77/videos/3892327364142617/