“ვირუსი არ დაგვიმარცხებია. მას ახლა ერთ ბრძოლას ვუგებთ, ომი გრძელდება. დიდი ალბათობით, ვირუსი მობრუნდება. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივი და კონტროლირებადი იქნება“
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
2020news
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.