მთავარი ციტატა

“დასაწყისში არავინ იყო მზად, ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, როდემდე გაგრძელდებოდა კრიზისი, დღესაც არავინაა ამისთვის მზად”

“ჩვენ, როგორც კი ეს კრიზისი დაიწყო, რა თქმა უნდა, ესეთი ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით. არავინ იყო მზად იმისთვის, ზუსტი პროგნოზი გაეკეთებინა, ეს კრიზისი როდემდე გაგრძელდება. დღესაც არავინ არ არის ამისთვის მზად, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე, რაღაც იმედის მომცემი მონაცემები, ციფრები გვაქვს. პირველი რაც გავაკეთეთ, ვეცადეთ ცეცხლი ჩაგვექრო ელემენტარულად და და საშუალო ზომის სასტუმროებს, ვისაც პირველ რიგში დახმარება დასჭირდებოდა, მათ კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებაში მივეხმარეთ, ბევრს გადავუვადეთ საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ახლა როგორც ჩამოვყალიბდით, ვხედავთ, რომ ეს სასაცილოა, საკმარისი არ არის, ეს ყველას კარგად გვესმის, უკვე ისე განვითარდა კრიზისული პროცესები.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე მკაცრი ზომები მიიღო, რის სედეგადაც ვიტარება კონტროლირებადი გახდა. საქართველოს წარმატებას ვირუსთან ბრძოლაში მსოფლიო ლიდერების უსვამენ ხაზს. 

 

იტვირთბა....