aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება, რადგან არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას”- გახარია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მოსახლეობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსითან ერთად ცხოვრება მოუწევს და და მოქალაქეებმა უნდა ისწავლოს, მას როგორ გაუმკლავდნენ.

ამის შესახებ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ამავდროულად, გიორგი გახარიამ ეკონომიკის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს.

„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას.

ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურზიმი. სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ ქვეყნის წინაშე და მოქალაქეების წინაშე,” – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, 7 მაისს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს.გეგმის თანახმად, დღეიდან თბილისში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა.

ამასთან, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

 

იტვირთბა....