ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პიკურ პერიოდში ვართ და თითქმის კვირაზე მეტია, მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს”- ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა რეალურად პიკურ პერიოდში იმყოფება, არსებული მონაცემები დამაიმედებელია.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს. თუ ასე გაგრძელდება, პიკის პერიოდში, ვართ, შეიძლება შემდეგ ითქვას, რომ გადალახულია. ამაზე წინასწარ მტკიცებითში ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ იმედი არის, რომ ასე შეიძლება განვითარდეს სცენარი“, – განაცხადა ეზუგბააიმ.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოსახლეობა არსებულ ვითარებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა ჩვენ და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუქბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული  დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ, გავაგრძელოთ აკრძალვის წესებში ცხოვრება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხოლო ვირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....