ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ხანძარი მოსკოვში – კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ცეცხლი გაჩნდა

მოსკოვის საავადმყოფოში, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენნი” რუსულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, შემთხვევაა ქალაქის 50-ე ჰოსპიტალში მოხდა.

“ცეცხლი უცებ გავრცელდა. ყველა პაციენტი ევაკუირებულია და მათ სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანენ. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლი, ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მისი ოჯახისა და მეგობრების წინაშე მწუხარებას გამოვთქვამ”, – განაცხადა მოსკოვის მერმა.

მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოიძიებენ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით 209,688 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 34,306 გამოჯანმრთელდა, 1,915 კი გარდაიცვალა.

იტვირთბა....