ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ივანიშვილმა, მაჩანჩალა კორუფციული ქვეყანა გაგვხადა პერსპექტივების გარეშე” – ჩარკვიანი

“ახლა ყველა უნდა მიერეცხოს ივანიშვილს, ფსევდო ოპოზიციას, ვგულისხმობ, რომ გატარდეს დარჩენილი რეფორმები, რაც ხალხისთვის იქნება შედეგიანი, ეს რეფორმები არასდროს არ გატარდება რუსეთუმე ოპოზიციასთან ერთად, იმიტომ რომ “ქურდს რა უნდა ბნელი ღამეო”, ამ პრინციპს არასდროს არ აგვაცილებენ რუსეთუმეები და ფსევდო ოპოზიცია. ამ უბედურების, ამ მდგომარეობის “დამტკეპნელი” და მომხრე არიან რუსეთუმე პარტიები ივანიშვილის მეთაურებით, დროზე უნდა გამოფხიზლდეს ხალხი, ფეხი რომ აუბათ მსოფლიო პოლიტიკურ მდგომარეობას რეგიონში, ხომ უყურებთ ივანიშვილს, მაჩანჩალა კორუფციული ქვეყანა გაგვხადა პერსპექტივების გარეშე.”

თაკო ჩარკვიანი – პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება ჩარკვიანმა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ბიუჯეტის ძარცვის მეტი, “ოცნებას” არაფერი არ გაუკეთებია და სააკაშვილის დატოვებული ბიუჯეტიც კი არა აქვთ, “რვა წლის მერე, სამასი მილიონი დოლარით ნაკლები ბიუჯეტი აქვთ ივანიშვილის მონებს, ვიდრე მიშას წასვლის დროს იყო… პრეზიტენტობიდან” – ამბობს ჩარკვიანი.

იტვირთბა....