„იდიოტი“ – ამ სიტყვით, Tesla-ს დამფუძნებელმა Elon Musk–მა, აშშ-ს შრომის ყოფილი მინისტრი რობერტ რეიქი გალანძღა.
რეიქის განცხადებით, მასკი თანამშრომლების გათავისუფლებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ მას თანამშრომელთა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უფლებას არ მისცემენ, რაც კაპიტალიზმის გამოვლინების ყველაზე ცუდი ფორმაა.
Tesla-ს დამფუძნებელმა კი საპასუხოდ, Twitter-ის გვერდზე ერთადერთი სიტყვა რუსულად დაწერა, – „იდიოტი“.