ახალი ამბები მთავარი ციტატა

“როგორ წარმოგიდგენიათ უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობა, როცა იქით მხარეს სააკაშვილია?!” – თალაკვაძე

“ამან ჩრდილი მიაყენა ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მმართველ პოლიტიკურ გუნდებს შორის თანამშრომლობა, როდესაც იქით მაგიდასთან, უკრაინის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეიძლება აღმოჩნდეს თავის ამპლუაში ამ საკონსულტაციო საბჭოდან ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას იმ წლების განმავლობაში, როდესაც ის ოპოზიციაში გადავიდა, რომ არაფერი ვთქვათ წარსულზე და კიდევ 9 წელს არ დავუბრუნდეთ.”

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე

აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არამეგობრულ გადაწყვეტილებაა და ამ საკადრო გადაწყვეტილებამ ქვეყნებს შორის პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩრდილი მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

იტვირთბა....