aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“COVID 19-ის შემთხვევების კლება არ ასახავს ბუნებრივ ტენდენციებს, გვმართებს სიფრთხილე” – გაბუნია

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება პრევენციულად გატარებული ზომების შედეგია და არ ასახავს ვირუსის განვითარების ბუნებრივ ტენდენციებს, ამიტომ, შეზღუდვების შემსუბუქებასთნ ერთად, სიფრთხილე აუცილებელია – ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“ის შედეგი, რომ გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების ცოტა შემთხვევა, არის ადრე მიღებული შემაკავებელი, პრევენციული ზომების შედეგი, იქნება ეს სოციალური დისტანცირება თუ სხვა. ამან მოგვცა საშუალება, გაგვეწყვიტა ვირუსის გავრცელების ჯაჭვი. როცა ვირუსის გავრცელების პროცესში ჩარევა ხდება, ეს შედეგს გვაძლევს 2 კვირის შემდეგ. ამიტომ ჩვენ ახლა, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რაც მივიღეთ, პრევენციული და შემაკავებელი ზომების შედეგია, ის ვირუსის განვითარების ბუნებრივ ტენდენციებს და გარანტირებულ კლებას არ ასახავს, კვლავაც გვმართებს სიფრთხილე და მობილიზება” – განაცხადა გაბუნიამ.

იტვირთბა....