ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რასაც ითხოვს, წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან” – თალაკვაძე ევროპარლამენტარის წერილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისის ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი განცხადება ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.

“რა თქმა უნდა, კარგია, რომ ის აკვირდება პროცესებს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ კრიტიკულ თუ მხარდამჭერ ჩართულობას – ეს არის ნორმალური და ნამდვილად არ გვაღიზიანებს. უპასუხოდ, არ შეიძლებოდა იმის დატოვება, რაც ბატონი კუბილიუსის წერილში იყო მოცემული, ერთი ნაწილი იყო აღმაშფოთებელი. ის პრაქტიკულად, პირდაპირ მოგვიწოდებს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია ჩაერიოს მართლმსაჯულების პროცესსა და დამოუკიდებელი კოსტიტუციური ინსტიტუციების კომპეტენციაში. მან, პრაქტიკულად, მოგვიწოდა იმისკენ, რაც ევროპულ ღირებულებებთან პრინციპულად შეუთავსებელია. […] რასაც ის ითხოვს წერილში, ეს არის წინააღმდეგობაში ევროპულ ღირებულებებთან”, – ამბობს თალაკვაძე იმედის ეთერში.

ევროპარლამენტარის ღია წერილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

იტვირთბა....