“უსაფრთხოება ხდება ერთ-ერთი პირველი ამოცანა მთელ მსოფლიოში, მათ შორის – ჩვენთანაც. ამ უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ხდება არამარტო პერსონალური დაცვის საშუალებები, ფიზიკური დისტანცირება და ხელების მუდმივად დაბანა, არამედ ტესტები, რომლითაც რეგულარულად შემოწმდება, პირველ რიგში, რისკ-ჯგუფები. ასევე რისკ-ჯგუფების მიღმა უკლებლივ ყველა, ვინც გამოდის სახლიდან და ერთვება ეკონომიკურ თუ სოციალურ საქმიანობაში. ჩვენ გვჭირდება ასჯერ მეტი ტესტი.”
ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ევროპული საქართველოს” წევრი
აღნიშნული განცხადება ჭიაბერაშვილმა, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში გააკეთა.