საქართველო და უკრაინა ვართ ერთ ნავში და თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ ნავიდან გადმოვიდეს – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს მოქალაქეების არჩევანი არ არის.
„საქართველო-უკრაინას ერთი მტერი ჰყავს და თავისუფლებისთვის ერთად იბრძვიან. ჩვენ ოკუპირებულები ვართ და უკრაინაში დღემდე საომარი მდგომარეობაა. სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე რომელიმე ხელისუფლება. უკრაინა არის ყველზე დიდი სახელმწიფო ევროპაში, მუდმივად ყურადღების ცენტრშია, გაცხადებული აქვს ევროპული ფასეულობები, ნატოში და ევროკავშირში სწრაფვა. ჩვენ და უკრაინა ვართ ერთ ნავში და თუ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამ ნავიდან გადმოვიდეს ეს რასაკვირველია არ არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი“, – განაცხდა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელლი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ, სააკაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.