ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ხვალინდელი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

სებ-ის ცნობით, 9 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ოდნავ გაუფასურდა.

1 აშშ დოლარი 3.2100 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2032 ლარი ღირდა.

ასევე ფაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევრო ხვალ 3.4800 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება  3.4540 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 9 მაისს ამოქმედდება.

იტვირთბა....