“როგორ დიდხანს ელოდნენ ისინი ამას და აი, როგორც იქნა მიიღეს საშუალება ბოღმის ამოფრქვევის. ეს ეხება ადგილობრივ “სამოქალაქო აქტივისტებსაც“, რომლებიც საკუთარ პატრონებთან უნისონში მღერიან. ზღვარს ცდება ის ცინიზმი და სიძულვილი, რომლითაც ქართული მედიასაშუალებები ინფორმაციას ავრცელებენ – გამოჩნდა საერთო თემა ოფიციოზისა და ოპოზიციისთვის, ერთ რაზმად შეიკრიბა ყველა: “ნაცები“ და “მეოცნებენი“, მემარჯვენეები და მემარცხენეები, ლურჯები და ყავისფრები. აი, ესაა რეალური და ერთიანი საქართველო, გაერთიანებული ბოღმაში! ხელები შორს, საკუთარ პრობლემებს მიხედეთ ბატონებო.”
დიმიტრი მედოევი – ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
ცნობისთვის, ბოლო ორი დღის მანძილზე ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსი 11 პირს დაუდგინდა. 7 მათგანი რუსული უნივერსიტეტის სამხედრო კურსანტია.