“რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ, თუმცა ერთი მდგომარეობით, ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება, სავარაუდოდ, არ გამომჟღავნდება. მალე დასრულდება ეს აურზაური, მაგრამ ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრების გაგრძელება.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ
ამის შესახებ რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საეწრთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 10პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4723 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.