ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალის ორი თანამშრომელიც დაინფიცირდა

დღეს გამოვლენილი კორონავირუისით ინფიცირებულთა შორის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალიცაა.

ამის შესახებ “მეტრონომს” პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულმა პაციენტმა შეატყობინა.

წყაროს ცნობით, კლინიკაში კორონავირუსით სამედიცინო მედპერსონალის ორი თანამშრომელი დაინფიცირდა.

“გავიგე, რომ ორი თანამშრომლის ანალიზის პასუხი დადებითი მოვიდა. ერთი ქალია და მეორე კაცი,”- განაცხადა წყარომ.

საქართველოში  კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საეწრთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4723  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.

იტვირთბა....