„თუ ღამურებში ვირუსის ევოლუციასა და დღევანდელ მდგომარეობას დავაკვირდებით, სამეცნიერო მტკიცებულებები ძალიან, ძალიან ძლიერად იხრება იმ აზრისკენ, რომ მას ხელოვნურად და განზრახ ვერ დაამზადებდნენ. ეტაპობრივი ევოლუციის შესახებ არსებული ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ვირუსი ბუნებაში განვითარდა და შემდეგ სხვადასხვა სახეობებში გავრცელდა.”
ენტონი ფაუჩი – აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი
როგორც ფაუჩი აცხადებს, ყველა მტკიცებულება იმაზე მიუთითებს, რომ ვირუსი ველურ ბუნებაში წარმოიქმნა, შემდეგ ადამიანებში გადმოვიდა და ის ლაბორატორიაში ადამიანების გასანადგურებლად არ დაუმზადებიათ.