ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ეხება თუ არა შემსუბუქების პროცესი ე.წ. კომენდანტის საათს – გახარიამ ახალი გეგმა წარმოადგინა

პრემიერმა გახარიამ დღეს განაცხადა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. ამასთან, მისი თქმით, გაიხსნება ყველა მარკეტი გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

“თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი” – აღნიშნა საუბროსას პრემიერმა.

შეგახსენებთ, მთავრობას შემუშავებული აქვს 6-ეტაპიანი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა, თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებელი ხდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და შემსუბუქების პროცესის დაჩქარება.

ვრცლად იხილეთ ვიდეო

იტვირთბა....