მოსკოვის სასამართლომ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს ილია სიმონიას, მეტსახელად “მახოს”, დაუწრებლად მიუსაჯა 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ადგილობრივი საგამოძიებო უწყება ქართველს რუსეთში, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
მოსკოვის სასამართლოს მოსამართლის პრეს-მდივანი ირინა მოროზოვა აცხადებს, რომ სიმონია ერთ-ერთი სავარაუდო ორგანიზატორია რუსეთის კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტად ცნობილი, ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად “იაპონჩიკას” მკვლელობის საქმეში. მისი თქმით, მას ბრალად ასევე ედება იარაღის უკანონო ტარება-შენახვა.
სააგენტო “პრაიმ-კრაიმის” ინფორმაციით, “იაპონჩიკას” მკვლელობა 2009 წელს მოხდა, რასაც წინ უსწრებდა ილია სიმონიასა და მას შორის მომხდარი დაპირისპირება. როგორც სააგენტო აღნიშნავს, “იაპონჩიკას” გვერდით ასევე ფიგურირებს საკმაოდ ცნობილი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი, მეტსახელას “დედ ჰასანი”.
როგორც ირკვევა, “იაპონჩიკის” მკვლელობა სნაიპერის იარაღიდან მოხდა, როცა ის რესტორანში იმყოფებოდა.