aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“გერმანიამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა” – მერკელი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიამ პანდემიის პირველი ფაზა გადალახა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია.

ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული მონაცემები ვირუსის გავრცელების შესახებ დადებითია და ეს ყოველივე ოპტიმისტური განწყობის საფუძველს იძლევა.

მერკელმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ, თუ ვირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მზარდი გახდება, შეზღუდვები აღდგება.

მერკელმა მოსახლეობას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....