საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 7 მაისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ოდნავ გაუფასურდა.
1 აშშ დოლარი 3.1999 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1998 ლარი ღირდა.
ხოლო გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4565 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4702 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 7 მაისს ამოქმედდება.