200-მდე ცნობილი ხელოვანი და მეცნიერი ერთობლივ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას ცხოვრების წესის, მიზნების, ღირებულების გადაფასებისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული „ლე მონდი“ ავრცელებს.
გამოქვეყნებულ წერილს ხელს აწერენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან რობერტ დენირო, ჟულიეტ ბინოში, მონიკა ბელუჩი, ადამ დრაივერი, მარიონ კოტიარი, ხავიერ ბარდემი, პენელოპე კრუსი, ევა გრინი, იზაბელ აჯანი, ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, ვანესა პარადისი, მომღერლები მადონა, სტინგი, რიკი მარტინი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, დიზაინერი კრისტიან ლაბუტინი, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატები, ცნობილი ეკონომისტები, ფილოსოფოსები, ასტროფიზიკოსები და მრავალი სხვა გამოჩენილი ადამიანი.
წერილში ნათქვამია, რომ ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგები უზომოდ დიდი იქნება.
“ამჟამინდელი ეკოლოგიური კატასროფა „მეტაკრიზისის“ ნაწილია. დედამიწაზე მასობრივი გადაშენება აღარ იწვევს ეჭვებს და ყველა ნიშანი მიუთითებს პირდაპირ ეგზისტენციალურ საფრთხეზე. პანდემიისგან განსხვავებით, რამდენადაც სერიოზული არ უნდა იყოს ის, ეს არის გლობალური კოლაფსი, რომლის შედეგები უზომოდ დიდი იქნება. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებსა და მოქალაქეებს, უარი თქვან შეუმდგარ ლოგიკაზე და საბოლოოდ სიღრმისეულად გადახედონ მიზნებს, ღირებულებებსა და ეკონომიკას“, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.
ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით 3.7 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიიცრდა, 260 ატასამდე კი გარდაიცვალა.