მთავარი ციტატა

“ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით ფაქტობრივი უზუსტობაა”

“ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია მაქვს და მაგალითად, ვიცი, რომ საუბარია რამდენიმე უზუსტობაზე.  გეტყვით, რაც თვალში მომხვდა. მაგალითად, ხაზარაძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მის მიმართ გამოძიება დაიწყო და ბრალი წაუყენეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვიდა. ეს ფაქტობრივი უზუსტობაა, არა შეფასებითი, არამედ ფაქტობრივი, რადგან ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაცილებით ადრე გააკეთა და გამოძიება გაცილებით ადრე იყო დაწყებული. ამის შემდეგ იყო გარკვეული სამართლებრივი ღონისძიებები გატარებული. როგორც ვიცი, ფაქტობრივი უზუსტობებია, დეტალურად არ ვიცი.”

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

აღნიშნულით მდინარაძე „ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშს გამოეხმაურა.  

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან 38 ქულა აქვს (100 ქულა საუკეთესო შედეგი).

ამასთან, საქართველოში დემოკრატია ანგარიშის ავტორების მიერ მაქისმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.

 

იტვირთბა....